დღეს, მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

დღეს, მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს,  ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის წევრი ქვეყნების მინისტრების სხდომაში,  ასევე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის კოლეგებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე ბრიუსელში,  ნატო-ს შტაბ-ბინაში 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

შეხვედრებს თავმჯდომარეობას გაუწევს ნატო-ს გენერალური მდივარნი ანდერს ფოგ რასმუსენი.