იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსის მძღოლი და ექვსი მზგავრი გარდაიცვალა

იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსის მძღოლი და ექვსი მზგავრი გარდაიცვალა

შსს-ს ცნობით, გუშინ, დაახლოებით საღამოს 8 საათზე სოფელ წევასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანის ბორტიდან ლითონის რულონი გადმოვარდა, რომელიც საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა.

 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და ექვსი მზგავრი გარდაიცვალა.

სატვირთო მანქანის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა და ის ამჟამად დაკავებულია. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველო  საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.