ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში 5 დეკემბერს გაიმართება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში 5 დეკემბერს გაიმართება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში 5 დეკემბერს გაიმართება. სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე დაესწრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში გუშინ ჩავიდა. მაია ფანჯიკიძე დღეს კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასევე, მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დაესწრება.

ნატო-ს მინისტერიალი ოფიცილურად დღეს გაიხსნება და 5 დეკემბერს დასრულდება.