Google შიშობს, გაერო ზეგავლენას დააწესებს ინტერნეტ-სივრცეზე

Google შიშობს, გაერო ზეგავლენას დააწესებს ინტერნეტ-სივრცეზე

გაეროს სააგენტოს- საერთაშორისო ელექტო-კავშირი მოსახლეობის დაწყნარებას ცდილობს და აცხადებს, რომ ინტერნეტისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დუბაიში  იმართება, არ გულისხმობს იმას, რომ სააგენტო ცდილობს ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სოციალური ქსელები.

გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში 193 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა, რომელთაც სურთ ელექტროკავშირის საერთაშორისო რეგლამენტებს გადახედონ და სოციალური ქსელები ყველასთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს.

კომპანია Google–ის ინფორმაციით, ეს მოლაპარაკება საშიშროებას უქმნის „ღია ინტერნეტ სივრცეს“, ევროკავშირის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ არსებული სისტემა კარგად მუშაობს და „ისინი არ აპირებენ შეეხონ იმ სისტემას,რომელიც გამართულად მუშაობს“.