თეა წულუკიანი: არ არის გამორიცხული არჩევანი მივცეთ იმ მოქალაქეებს,  რომელთაც  ID ბარათის აღება არ უნდათ

თეა წულუკიანი: არ არის გამორიცხული არჩევანი მივცეთ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ID ბარათის აღება არ უნდათ

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თბილისის იუსტიციის სახლში ID ბარათის ასაღებად განაცხადი შეავსო.

მინისტრმა ყველა ის პროცედურა გაიარა, რასაც ID ბარათის ასაღებად მისული მოქალაქეები გადიან .

 „დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა, რომელიც რეალურად გამოუსადეგარი იყო, რადგან უხარისხო გახდა. როცა არსებობს თანამედროვე ტიპის ID ბარათი,  არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისა, დავრჩე ძველ დროში. მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი პრაქტიკული საშუალება იმისათვის, რომ თანამედროვე მოქალაქემ ცხოვრება გაიადვილოს“, - განაცხადა  წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებითვე, ID ბარათის მიმართ სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებია  და არაა გამორიცხული,  რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს არჩევანის საშუალება მისცეს.

„არ არის გამორიცხული,  ჩვენ დავიწყოთ ფიქრი, არჩევანი ხომ არ უნდა მივცეთ იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ უნდათ ID ბარათის აღება. ყოველ შემთხვევაში მე, როგორც მართლმადიდებელმა მორწმუნე მოქალაქემ ჩავთვალე, რომ ID ბარათი მჭრიდებოდა და მოვედი მის ასაღებად“,- განაცხადა  წულუკიანმა.