„დიოგენე“ სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსის გაუმჭირვალობასა და  არამართლზომიერად ჩატარებაზე საუბრობს

„დიოგენე“ სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსის გაუმჭირვალობასა და არამართლზომიერად ჩატარებაზე საუბრობს

გამომცემლობა „დიოგენე“ სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსის გაუმჭირვალობასა და  არამართლზომიერად ჩატარებაზე საუბრობს.

ამის შესახებ, დღეს,  for.ge - ის პრესკლუბში „დიოენეს“ წარმომადგენლებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს.

„დიოგენეს“დირექტორის თამარ ლებანიძის განცხადებით, ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც განათლების სისტემა დიმიტრი შაშკინმა ჩაიბარა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში  ნათია ჯოხაძე მივიდა.

მისი თქმით, ამ დროიდან განხორციელდა  მკვეთრი ცვლილებები,  როგორც საკანონდებლო ისე  პროცედურული თვალსაზრისით და  ასევე, მთელი რიგ  არასწორ და შესაძლო, დანაშაულებრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

„2006 წლიდან გამომცემლობა „დიოგენე“ აქტიურადაა ჩართული ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიმართულების - სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის განხორციელებაში. გამომცემლობამ ძალიან სწრაფად აკრიფა ტემპი,  რამდენიმე წლის წინ, სახელმძღვანელოების  ბაზარზე სახელმძღვანელოების რაოდენობის თვალსაზრისით, მეორე პოზიციაზე  ვიყავით და ამ რაოდენობას, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმძღვანელოების ხარისხი განსაზღვრავდა. მას შემდეგ, რაც განათლების სისტემა ჩაიბარა დიმიტრი შაშკინმა და ეროვნული სასწავლო გეგემებისა და შეფასების ცენტრში მოვიდა ნათია ჯოხაძე,  დაიწყო მკვეთრი ცვლილებები, როგორც საკანონდებლო ისე პროცედურული თვალსაზრისით,  რამაც არა მხოლოდ ჩვენი გამომცემლობის არამედ,  მთლიანად სექტორის დაზარალება გამოიწვია.

2011-2012 წლებში სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში,  რამდენიმე  ისეთი  ცვლილმება შევიდა, რომლებმაც ფაქტობრივად, კონკურსის ჩატარებას აზრი დაუკარგა, თუმცა ამ პირობებშიც კი,  იგი უაღრესად ტენდენციურად ჩატარდა. 2011 წლის გრიფირების კონკურსზე „დიოგენეს“ მიერ,  წარდგენილი 20 სახელმძღვანელოდან 18 იქნა დაწუნებული, ხოლო 2012 წლის  კონკურსზე წარდგენილი 39 სახელმძღვანელოდან 17.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ტენდენციურობას გამიზნული ხასიათი ჰქონდა და მიმართული იყო იმ სახელმძღვანელოების ჩასაგდებად, რომლებიც მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და სახელმძღვანელოების ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ეკავა“, - განაცხადა ლებანიძემ.

„დიოგენეს“ ხელმძღვანელობა განათლების სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას  სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ღია და გამჭვირვალე კონკურის ჩატარების მოწოდებით მიმართავს, რათა აღნიშნავენ, რომ ასეთი ქმედებებით, მასწავლებელი და მოსაწავლე ზარალდება.

გამომცემლობის იურისტის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით,  ისინი აღნიშნულზე, სათანადო რეაგირების მოხდენას აპირებენ.

„კერძოდ, გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმძღვანელოების 2012 წლის გრიფირების შედეგების მიმართ. მსგავსი პრეტენზია აქვს სხვა გამომცებლობებსაც, რომელთა ნაწილსაც, განაცხადი პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვთ. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას  ვაპირებთ“, - განაცხადა ყანდაშვილმა.