40 კილო სუფთა ორქოსგან დამზადებული „VIP-ნაძვის ხე“

40 კილო სუფთა ორქოსგან დამზადებული „VIP-ნაძვის ხე“

ექსკლუზიური საიუველირო ნაკეთობების მაღაზია Ginza Tanaka,-მ ტოკიოში განსაკუთრებული „VIP-ნაძვის ხე“  დადგა. მდიდარ იაპონელებს ახლა უვე შეუძლიათ საახალწლოდ სახლში სუფთა ოქროს ნაძვის ხე ჰქონდეთ, რომლის ღირებულება 4,2 მილიონი დოლარია.

ოქროს ნაძვის სიმაღლე 2,4 მეტრია, დიამეტრი კი 1,2. იუველირები მას 2 თვე ამზადებდნენ და სულ 40 კილო სუფთა ოქრო გამოიყენეს.

ნაძვის ხის კიდევ ერთი დიდი ღირსება ისაა, რომ ის „უოლტ დისნეის“ მულტფილმის გმირების  50, ხელთნაკეთი სათამაშოთია მორთული.

მაღაზიაში იყიდება ასევე  „VIP-ნაძვისხის“ მინი ვარიანტები. მაგალითად,  მსურველებს 243 ათას დოლარად შეუძლიათ შეიძინონ, 25 სანტიმეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, ოქროს  20 სათამაშოთი.