საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს პრეზიდენტი აღარ დანიშნავს

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს პრეზიდენტი აღარ დანიშნავს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ნაცვლად, ფინანსთა მინისტრი დანიშნავს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.

ხადურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით,  საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის დანიშვნის კომპეტენცია პრეზიდენტს ეკუთვნის, რაც კურიოზულ სიტუაციას ქმნის.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს - პრეზიდენტი. ეს კურიოზული სიტუაციაა და ჩვენ ის ლოგიკურ შესაბამისობაში მოგვყავს“, - განაცხადა ხადურმა.