„მე-9 არხის“ ქონებას და ტექნიკას „პირველ არხს“ ვჩუქნიდი, მაგრამ ეს ოპოზიციონერებმა სხვანაირად გაიგეს

„მე-9 არხის“ ქონებას და ტექნიკას „პირველ არხს“ ვჩუქნიდი, მაგრამ ეს ოპოზიციონერებმა სხვანაირად გაიგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მე-9 არხი“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ შეუერთდება.  

„დიდი პოლემიკა გამოიწვია „მე-9 არხთან“ დაკავშირებით ჩემმა მოსაზრებამ. ყველაფერი გასაგებად ვთქვი და არ მქონია მხედველობაში ის,  როგორც ეს საკითხი ოპონენტებმა გადათარგმნეს, თუმცა ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება შევცვალე. ვფიქრობ,  რომ „მე-9 არხი“  საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეუერთდება. ვჩუქნიდი „მე-9 არხის“ ქონებას და ტექნიკას „პირველ არხს“, მაგრამ ეს ოპოზიციონერებმა სხვანაირად გაიგეს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, „მე-9 არხი“ არ დაიხურება და ისეთივე  რეჟიმში დარჩება, როგორც ახლა მაუწყებლობს, მაგრამ მის ოჯახს მასთან კავშირი აღარ ექნება.

„მე ძალიან მაწუხებს ის, რომ ჩემი ოჯახის წევრი „მე-9 არხთან“ დაკავშირებულია. ვცდილობთ, რომ შევქმნათ საინტერესო ბორდი,  რომელსაც მართვაში გადაეცემა არხის აქციები“, - განაცხადა ივანიშვილმა.