ბიძინა ივანიშვილი:დენზე  და  გაზზე ტარიფები მინიმუმ 10%-ით  ან შეიძლება, მეტითაც შემცირდეს

ბიძინა ივანიშვილი:დენზე და გაზზე ტარიფები მინიმუმ 10%-ით ან შეიძლება, მეტითაც შემცირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტარიფებზე მუშაობა გრძელდება და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები მინიმუმ 10%-ით შემცირდება.

„ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა ტარიფების განახევრება, უბრალოდ ცალკეულ საუბრებში ეს ვახსენეთ მათ შორის მეც და შეიძლება გადაჭარბებულადაც.  ვფიქრობ, დენზეც და გაზზეც ტარიფები მინიმუმ 10%-ით ან შეიძლება, მეტითაც შემცირდება. განახევრება ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისითქმით, ტარიფების ოდენობის კლება ახალი წლიდან ან უფრო გვიან არის შესაძლებელი.