ლორდთა პალატა მასმედიაზე სახელმწიფო რეგულირების ზეგავლენის მოხსნას ითხოვს

ლორდთა პალატა მასმედიაზე სახელმწიფო რეგულირების ზეგავლენის მოხსნას ითხოვს

ბრიტანეთის ქვედა ბალატისა და ლორდთა პალატის 80-მდე დეპუტატმა ბრიტანეთის მთავრობას მიმართეს და მოითხოვეს მასმედიაზე სახელმწიფო რეგულირების ზეგავლენის მოხსნა.

ბრიტანეთის პარლამენტი ლორდ ლევენსონის ხელმძღვანელობით აპირებს კანონპროექტის მიღებას ჟურნალისტურ ეთიკასთან დაკავშირებით, რომელიც  ჟურნალისტური გამოძიებისას, კრძალავს არალიცენზირებულ სატელეფონო მოსმენებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოსა და პოლიტიკოსების ჩარევადამოუკიდებელი მასმედიის სფეროში სფეროში. განცხადების ორგანიზატორები მოითხოვენ გამოცემის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში, გამოცემამ საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმა გადაიხადოს.