პარლამენტს პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საბოლოო სია 5 დეკემბერს წარედგინება

პარლამენტს პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საბოლოო სია 5 დეკემბერს წარედგინება

პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმართა სიაში არსებული თითოეული ადამიანის ირგვლივ, საზოგადოება 5 დეკემბერს  იმ ისტორიებს მოისმენს, რის გამოც მათ ეს სტატუსი მიენიჭებათ.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, საკითხთან დაკავშირებით, მან ძალიან ბევრი მცდარი,  მოუმზადებელი და არაკომპეტენტური მოსაზრებები მოისმინა.

„თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე მუშაობა გამეგრძელებინა. როდესაც, ამ პროცეს ვიწყებდი, ვაცნობიერებდი, რა სირთულეები იქნებოდა. ნურავინ ამბობს, რომ რომ ჩვენ არ ვიცოდით - თუ რა საქმეებს ვსწავლობდით.  სიას მე არ ვწერ და ვინც განცხადებას აკეთებს, რომ აქ ნათესავ-მეგობრები არიან, სჯობს, ერთი გვარი დაასახელონ. კეთილი ინებონ და ასეთ განცხადებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ადამიანი სიაში პირადი განწყობით შესული არ არის. ამ ადამიანებს სტატუს კი არ ვანიჭებთ, არამედ საპარლამენტო ანსამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით ვხელმძღვანელობთ, რომლითაც ევროსაბჭომ გამოაცხადა, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ და მათ ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით უნდა ისარგებლონ“, - დასძინა მან.

შეგახენებთ, რომ გასულ კვირას, პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტის დამტკიცება გადაიდო. მოტივად კი, სიის დაზუსტება დასახელდა.