საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვს ეწვევა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვს ეწვევა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შესაძლოა მოსკოვს ეწვიოს.

საქართველოს პატრიარქმა მოწვევა უკვე მიიღო სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქ კირილესგან. რუსეთის პატრიარქმა ილია მეორე მისი დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წლისთვათან დაკავშირებით მიიწვია მოსკოვში.

ვიზიტი სავარუადოდ, იანვრის 20-ისთვის არის ჩანიშნული. 

ილია მეორე პატრიარქ კირილეს მიწვევით მოსკოვში გასულ წელს, ნოემბრის თვეში  იმყოფებოდა, მაშინ პატრიარქმა რუსეთის პატრიარქ კირილეს 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.