ლევან პირველი პოლიტდევნილთა სიაში არ იქნება

ლევან პირველი პოლიტდევნილთა სიაში არ იქნება

ყოფილი პარლამენტარის ლევან პირველის პოლიტდევნილობის საკითხი ჯერჯერობით, არ განიხილება.

ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილი პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელი კომისიის წევრმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კომისია იმ პირთა პოლიტდევნილობის საკითხს სწავლობს, რომლებიც ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ოფიციალურად იდევნებოდნენ და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძული, ლევან პირველმა კი ქვეყანა საკუთარი სურვილით, თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დატოვა.

„ადამიანები, რომელებიც საქართველოში არ იდევნებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ და მათ დაუსწრებლად არ მიესაჯათ პატიმრობა ან ოფიციალურად, მათ წინააღმდეგ არ იყო საქმე აღძრული, მაგრამ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დატოვეს ქვეყანა - ასეთ ხალხზე ვაპირებთ მოგვიანებთ ვიმსჯელოთ და ამ რეკომენდაციით პარლამენტს მივმართავთ. ამ ეტაპზე კი არ იგეგმება მსგავსი საქმეების სიაში შეტანა. პოლიტდევნილების სიაში შევიდნენ ის პირები, რომელთა მიმართაც საქმე ოფიციალურად აღიძრა და მათ ამის გამო დატოვეს ქვეყანა“ - განმარტა ჩიტაძემ.