„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შედის

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შედის

თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც  წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია  100 ლარის ოდენობით  დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“  შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.

ცვლილებებით, ასევე დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებაში და მისი რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე.

ამასთან, ცვლილებებით, სამედიცინო დაწესებულებაში რეალიზაციის შეზღუდვა არ გავრცელდება მხოლოდ სექსუალური ხასიათის ისეთ პროდუქციაზე, რომელიც სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილ სამედიცინო ნაწარმს წარმოადგენს.

ასევე დაჯარიმებას გამოიწვევს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქციის რეალიზაციისას.