საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აპარატის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ექიმმა გასინჯა და განაცხადა, რომ პარლამენტის თანამშრომელს მაღალი წნევა ჰქონდა.

ექიმს from.ge-სთან მეტი კომეტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა მან ქალბატონის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი ინცინდეტი პარლამენტში პირველი შემთხვევა არ არის, რადგან აპარატის თანამშრომელბი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

ჯანმრთელობის გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ პარლამენტის შენობაში უჰაერობაა და მისი კონდიცირება არ ხდება.