კახა კალაძე: ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს

კახა კალაძე: ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახი კალაძის განცხადებით. გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ, კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ძალიან მალე საზოგადებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირება იყო არა ტარიფების განახევრება, არამედ შემცირება.