ქართული პროკურატურა დაკარგული ოსი მოქალაქეების საკითხებითაც დაინტერესდა

ქართული პროკურატურა დაკარგული ოსი მოქალაქეების საკითხებითაც დაინტერესდა

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილის პოსტკონფლიქტური რეგულირების საკითხებში ხოხ გაგლოითის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ უგზოუკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების საკითხებზე საქმეები აღძრა. ეს განცხადება გაგლოითმა ჟურნალისტებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 28-ე შეხვედრის შედეგ გააკეთა.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ქართულ მხარეს, რათა მომხდარიყო დაკარგულ ოს მოქალაქეებზე საქმის აღძვრა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკმაო მასალები იყო იმისთვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო, თუმცა აქამდე საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ქართულმა მხარე გამოგვიცხადა, რომ პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას უკვე დაიწყებს“,-აცხადებს გაგლოითი.

გაგლოითის განცხადებით, დინამიკა შეინიშნება ასევე ქართულ ციხეებში მყოფი 23 ოსი პატიმრის საკითხთან მიმართებაშიც. „ქართული მხარე შეგვპირდა, რომ შესაძლებელი იქნება ამ პატიმრებისთვის წამლების ფულის გადარიცხვაც და პირადი ნივთების მიღებაც ოჯახის წევრებისგან“,-აღნიშნავს  გაგლოითი.