ხუთი პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვისთვის დააკავეს

ხუთი პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებმაც 25 ნოემბერს ბორჯომში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გაქურდეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებისას მათ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველო იძიებს.