საგამოძიებო სამსახურები თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებას ამოწმებენ

საგამოძიებო სამსახურები თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებას ამოწმებენ

საგამოძიებო სამსახურები დედაქალაქის მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებაში შევიდნენ.

ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება.

ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესულები არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში:

1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია;

2. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;

3. ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;

4. სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური;

5. ააიპ - ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი;

6. ააიპ - თბილისის განვითარების ფონდი;

7. შპს "თბილსერვის ჯგუფი