ეგვიპტური შემოდგომა ძალაში შევიდა

ეგვიპტური შემოდგომა ძალაში შევიდა

ეგვიპტის ქალაქებში დაწყებული დემონსტრაციები, შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. ადგილობრივი მასმედია წუხანდელი ღამის შესახებ, ოთხასი დაზარალებულის შესახებ იუწყება.

მასობრივ არეულობები ეგვიპტეში პრეზიდენტის მუჰამედ მურსის მიერ იმ კანონპროექტის მიღებამ გამოიწვია, რომელმაც პრეზიდენტის ძალაუფლება მაქსიმალურად გაზარდა. აღარც ეგვიპტის სასამართლოს აქვს პრეზიდენტის მიერ მიღებული კანონების გასაჩივრების უფლება.

ამან ეგვიპტეში მასობრიბრივი პროტესტი გამოიწვია.მეოთხე დღეა ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება. ეგვიპტელები „ახალი ფარაონისგან“, როგორც მურსის უწოდეს, მიღებული კანონპროექტის შეცვლას ითხოვენ.