ავღანეთის პრეზიდენტის ძმას 900 მილიონ დოლარს ედავებიან

ავღანეთის პრეზიდენტის ძმას 900 მილიონ დოლარს ედავებიან

ავღანეთის ყველაზე დიდი ბანკი „ქაბული“ სკანდალში გაეხვა-მას 900 მილიონი დოლარის მაქინაციებში დებენ ბრალს. დამოუკიდებელი აუდიტორების განცხადებით, ეს თანხა ქვეყნის ელიტის ნაწილის ჯიბეებში წავიდა.

მაქინაციების ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ავღანეთის პრეზიდენტის ძმა ჰამიდ კარზაი მაჰმუდი სახელდება, თუმცა ის ბრალდებებეს უარყოფს.

New York Times-ის ინფორმაციით, აუდიტორულმა კომპანიამ Kroll Associates-მა შემოწმებისას 114 კომპანიაზე გაცემული ფალსიფიცირებული დოკუმენტები აღმოაჩინა, სინამდვილეში კი ეს თანხმა 19 ადამიანზე გადანაწილდა. დასავლეთმა რამდენიმე მილიონი დოლარი გამოუყო ბანკ „ქაბულს“ იმ მიზნით, რომ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, ისედაც ავღანეთის სუსტი ეკონომიკა, საერთოდ არ ჩამოშლილიყო, თუმცა თანხები არა ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდა, არამედ გარკვეული ადამიანების ანგარიშზე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტ კარზაის ძმა მსგავს სკანდალში ეხვევა-2010 წელსაც სწორედ  ბანკ „ქაბულთან“ დაკაშირებით მოხდა მსხვილი კორუფციული სქემის გახსნა.