ერიკ რუბინი პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდება

ერიკ რუბინი პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი დღეს საქართველოს ეწვევა.

რუბინი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას შეხვდება.

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე,  ასევე, მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში,  რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გაიმართება.

„შეერთებული შტატები აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ერთგულია. ის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში ეხმარება და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.