ევროკავშირი საბერძნეთს 44 მილიარდიან ტრანშს გამოუყოფს

ევროკავშირი საბერძნეთს 44 მილიარდიან ტრანშს გამოუყოფს

ევროკავშირის მინისტრების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის  შეთანხმებით გადაწყდა, რომ საბერძნეთს დამატებითი ტრანში 13 დეკემბერისთვის გამოეყოფა.ტრანშის რაოდენობა კი 44 მილიარდი ევრო იქნება.

მიღებული შეტანხმებითკმაყოფილმა ევროპის ცენტრალურიბანკის დირექტორმა მარიო დრაგმა განაცხადა, რომ“ ეს გადაწყვეტილება ევროპასა და საბერძნეთში ბაზრების გამყარება შეუწყობს ხელს“.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, აზიის საფონდო ინდექსებმა აიწია, ამერიკული დოლარის ფასი კი 0,3%–ით გაიზარდა.

ევროკავშირის მინისტრების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმება საბერძნეთის მთავრობას საშუალებას მისცემს გაყინული პენსიების და სოციალური შეღავათაების გადახდა მოახერხოს.