დავით უსუფაშვილმა უმრავლესობა „დატუქსა“

დავით უსუფაშვილმა უმრავლესობა „დატუქსა“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას შენიშვნა უმცირესობის თანდასწრებით მისცა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უმრავლესობის წევრები გუგული მაღრაძე და ზურაბ ტყემალაძე „შრომის კოდექსის“ კანონპროექტით დაინტერესდნენ და რამდენიმე კითხვა დასვეს, რაზეც უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პროექტებს ბიუროზე არ უნდა ეცნობოდნენ.

„შენიშვნას უმცირესობის თანდასწრებით მოგცემთ. საკითხები წინასწარ უნდა გაიაროთ“, - მიმართა უმრავლესობას უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის შენიშვნას კი, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტები ბევრნი არიან, რის გამოც, ორგანიზებას ვერ ახდენენ.