ხვალ  საქართველოში ერიკ რუბინი ჩამოვა

ხვალ საქართველოში ერიკ რუბინი ჩამოვა

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს 27–29 ნოემბერს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში რუბინი შეხვდება საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გაიმართება.

„შეერთებული შტატები აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ერთგულია. ის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში ეხმარება და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.