შსს-ს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, დანებით შეიარაღებულმა სამმა პირმა ანაპის დივიზიისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ ოპერატორს, 1990 წელს დაბადებულ კახა ზაქაშვილს კომპანიის კუთვნილი 195 ლარი, პირადი მობილური ტელეფონი და ოქროს ბეჭედი გასტაცეს.

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები დააკავეს.

ამოღებულია ნივთმტკიცებები. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიებას 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით შს მე-7 განყოფილება აწარმოებს.