სამუშაო ჯგუფი ლევან პირველის საქმეს განიხილავს

სამუშაო ჯგუფი ლევან პირველის საქმეს განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი ბიზნესმენ ლევან პირველის საქმეზე ისჯელებს.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელია განუცხადა, პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიაში თუ ვინ უნდა იყოს, ამაზე სამუშაო ჯგუფი მსჯელობს.

მისი თქმით, კომიტეტში ლევან პირველის განცხადება ზეპირად  იყო შეტანილი.

„კომისია იმ საქმეებს განიხილავს, რომელთა დაკავშირებითაც განცხადებები იყო თუნდაც საჯაროდ გაკეთებული, მაგრამ დოკუმენტების წარმოდგენა არ იყო სრულად“, - დასძინა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ლევან პირველისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, პარლამენტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე მიმართავს.