ნოდარ ხადური: სჯობს, წინა ხელისუფლებამ დაპირებების შესრულებაში ხელი არ შეგვიშალოს

ნოდარ ხადური: სჯობს, წინა ხელისუფლებამ დაპირებების შესრულებაში ხელი არ შეგვიშალოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  ნოდარ ხადურმა პენსიების ზრდის საკითხის კომენტირებისას, ყოფილ ხელისუფლებას მოუწოდა,  ახალ მთავრობას დაპირებების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს.

„პირველი აპრილიდან,  პენსია გათანაბრდება და ულოგიკო დისკრიმინაცია, რომელიც არსებობდა,  კერძოდ,  67 წლამდე პენსიონერი სხვა პენსია იღებდა,  67 წელს ზევით კი – სხვას,  ეს აღარ იარსებებს. პირველი სექტემბრიდან კი, პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს - 150 ლარს გაუტოლდება. ჩვენ ყველაფერი გათვლილი გვაქვს და ყველაფერი ბიუჯეტშია ასახული“, - განაცხადა ხადურმა.

ხადური ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ როცა დეკემბერში პენსია იზრდება, ამ პერიოდში ახალი მოსავალი არ გაქვს.

აგვისტო-სექტემბერში კი,  ბაზარზე ახალი მოსავალია, ანუ მიწოდება მაღალია.

„ჩვენ პენსიების ზრდას ვუყურებთ, არა უბრალოდ პენსიების ზრდას, არამედ როგორც მაკროეკონომიკურ მოვლენას. სჯობს,  წინა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე იფიქროს და ჩვენ დაპირებების შესრულებაში ხელი არ შეგვიშალოს“, - განაცხადა ხადურმა.