ალან ჯუსოევი: ლენინგორის რაიონს ქართული ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებს თავისი პოლიტიკის გატარებისთვის

ალან ჯუსოევი: ლენინგორის რაიონს ქართული ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებს თავისი პოლიტიკის გატარებისთვის

პარტია „შენი არჩევანი, ოსეთო“-ს ლიდერი და ლენინგორის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი ფიქრობს, რომ ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ორი მიმართულება გააჩნია-ეს არის ჟენევის დისკუსიის მაგიდა და ლენინგორის რაიონი. ამ განცხადებას ჯუსოევი სააგენტო „ია რეგნუმთან“ ინტერვიუში აკეთებს.

„სამხრეთ ოსეთის საქართველოს საზღვრებში დაბრუნების, დღეს საქართველოშიც კი ცოტას თუ ვინმეს სჯერა. ეს მხოლოდ ერთადერთი-ომის გზით შეიძლება მოხდეს, თუმცა ამჯერად სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ჯარი და მესაზღვრეები არიან ჩაყენებულნი. რატომ უნდა გაუჩნდეს ოსებს საქართველოში დაბრუნების სურვილი, რაც მათ 1990-2008 წლებში „ყველა ის სიკეთე“ საკუთარი თვალით ნახეს? რა დიპლომატიაც არ უნდა მოიშველიოს საქართველოს ახალმა ხელისუფლებმა, ოსეთში თავისუფლებაზე არავინ უარს არ იტყვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამო“,-აცხადებს ჯუსოევი.

რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, ოსურ და აფხაზურ პასპორტებთან დაკავშირებით, ჯუსოევს მიაჩნია, რომ ეს ახალი ხელისუფლების ტაქტიკაა და არანაირი გათანაბრება აფხაზური და ოსური პასპორტების ქართულ პასპორტებთან არ მოხდება.

„ამ პოლიტიკის ფარგლებში ქართული ხელისუფლება შეეცდება შეცვალოს ოსი მოქალაქეების მიდგომა თავის სასარგებლოდ. ეს იქნება უფასო მკურნალობა, მათ შორის რთული ოპერაციების დაფინანსებით,  სოციალური დანამატები და მცირე კომპენსაციები. პასპორტების საკითხი ყველაზე მეტად ლენინგორის მოსახლოებას აწყობს, რადგან იქ ბევრს გააჩნია ქართული პასპორტი, მათ შორის ოს მოსახლოებასაც.

ვფიქრობ, ლენინგორის რაიონს ქართული ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებს თავისი პოლიტიკის გატარებისთვის. სწორედ ამიტომ, ცხინვალმა თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს ამ რაიონის ინტეგრაციისთვის“,-აცხადებს ჯუსოევი.