სალომე ზურაბიშვილი: რატომ არავინ  უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები მოსაშორებელია

სალომე ზურაბიშვილი: რატომ არავინ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები მოსაშორებელია

პარტია „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით,  ფრანგული პრესა საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ  უცხოეთში „ძველი ელჩები მოსაშორებელია“ და საქართველოს პრემიერის პოლიტიკა და პიროვნება წარმოსაჩენია.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „facebook“ - ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ნაცებს სხვა საქმე არა აქვთ და ამ საქმეს გულმოდგინებით ეკიდებიან: ახლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმნეს, თუ დაიქირავეს ... ამაზე, ცხადია საელჩო, არც რეაქციას იძლევა, არც თბილისს ატყობინებს.... შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს უარყოფითი სურათის შექმნაა, რომელიც საქართველოსთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სტრასბურგში ცეკვა-თამაში... ანუ ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის დემოკრატიულობას ეჭვქვეშ აყენებენ. იგივე მიმდინარეობს ყველგან. სააკაშვილს ემსახურებიან ადგილზე ელჩები და ახალი თუ ძველი ლობისტები,  ახალ ხელისუფლებას კი, არავინ არ იცავს ... უცხოურ პრესას ყურადღებასაც არ ვაქცევთ, ვითომც არ არსებობდეს, როცა ესენი (ნაცები) მთელ ენერგიას აქეთ ხარჯავენ.... რატომ არავინ არ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ახლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკა წარმოსაჩენია ???? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია???“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.