სოსო ჩიქობავას მკვლელობა გახსნილია

სოსო ჩიქობავას მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიასთან გუშინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.

სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1955 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხუბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ ვერცხლის ქუჩიდან მოდიოდა, თან ჰქონდა „მაკაროვის“ სისტემის იარაღი.

მისი თქმით, გზაზე მან ეკლესიაში შეიარა სანთლების დასანთებად, რა დროსაც შეამჩნია სოსო ჩიქობავას მანქანა.

ნიკოლოზ ხუბაშვილის თქმითვე, მას ბინასთან დაკავშირებით დავა ჰქონდა სოსო ჩიქობავასთან და ამ საკითხე გამოელაპარაკა.

„მან დამიწყო გინება, მეც ვერ მოვითმინე და ვესროლე“, - აღნიშნა ხუბაშვილმა აღიარებით ჩვენებაში.

შეგახსენებთ, სოსო ჩიქობავა გუშინ საღამოს, ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან საკუთარ ავტომანქანასთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ჩიქობავას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ერთ-ერთი თითმხილველის განცხადებით, მან ზურგიდან დაინახა მკვლელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დატოვა ტერიტორია.