სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიწათ მოსარგებლეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ელოდება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიწათ მოსარგებლეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ელოდება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგაზაფხულო სამუშაოების პროგრამის განხორციელების მიზნით,  თვითმმართველობებს მიწათ მოსარგებლეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.  

ამის შესახებ From.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით შერვაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გაგზავნილია წერილი  იმასთან დაკავშირეებით, რომ უწყებას მიწათ მოსარგებლეების რაოდენობისა და  რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

შერვაშიძის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია თვითმმართველობებმა სამინისტროს 10 დეკემბრისთვის უნდა მიაწოდონ.

„ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე სცენარს შევიმუშავებთ, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება საგაზაფხულო მასშტაბური პროგრამის განხორციელება. კერძოდ, იმ ადამიანების შესახებ კონკრეტული ციფრი გვეცოდინება, რომელიც საგაზაფხულო პროგრამაში იქნებიან ჩართულნი“, - დასძინა შერვაშიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას - სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით, მილიარდ ლარიანი ფონდის შექმნის საკითხს, შერვაშიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.