პიროვნება, რომელიც სომხეთის პრეზიდენტს თავს დაესხა, დაკავებულია

პიროვნება, რომელიც სომხეთის პრეზიდენტს თავს დაესხა, დაკავებულია

სომხური მედიის ინფორმაციით, პიროვნება, რომელმაც სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის სახელმწიფო დაცვის მანქანას ცეცხლი გაუხსნა, დაკავებულია.

ინციდენტი 21 ნომებერს, ღამის საათებში მოხდა, თუმცა სომხური მედია ამ ინფორმაციას დღეს აქვეყნებს. პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის კორტეჟი  აეროპორტ „ზვარტნოცისკენ“ მიემართებოდა, როდესაც გვერდით მიმავალი მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს.

სახელმწიფო დაცვის უფროსის გრაჩ არუთინიანის განცხადებით, ინციდენტი ღამის საათებში, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა, სროლისას არავინ დაშავებულა, მამაკაცი დაკავებულია, თუმცა მიზეზები, რის გამოც მან პრეზიდენტის მანქანას ცეცხლი გაუხსნა, არ ხმაურდება.