„მაესტრო“ 28 დეკემბრიდან საერთო მაუწყებლად გადაკეთდება

„მაესტრო“ 28 დეკემბრიდან საერთო მაუწყებლად გადაკეთდება

ტელეკომპანია „მაესტრო“ 28 დეკემბრიდან საერთო მაუწყებლად გადაკეთდება, 4 მარტიდან კი „მაესტროს“ მეორე არხი გავა ეთერში.

აღნიშნულის შესახებ, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„სავარაუდოდ, 28 დეკემბრიდან „მაესტრო“ საერთო მაუწყებლად გადაკეთდება,  ანუ ჩვენ გარდა ახალი ამბებისა და თოქ შოუებისა, შემოგთავაზებთ სხვადასხვა გასართობ გადაცემებს, იუმორისტულ შოუებს, კარგ კინოს და მრავალ საინტერესო პროექტს. 4 მარტიდან კი, ეთერში დამატებით გავა „მაესტროს“ მეორე არხი - „მაესტრო news“, რომელიც მხოლოდ ახალ ამბებს გააშუქებს“,- განაცხადა  ღლონტმა.