მაჭავარიანი: ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ყველა საშუალება აქვს

მაჭავარიანი: ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ყველა საშუალება აქვს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი უმცირეობის ზოგიერთი წარმომადგენლის გადაბირების მიზნით, ზეწოლას, დაშინებასა და  შანტაჟს ელოდება.

როგორც From.ge-ს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, მაჭავარიანმა განუცხადა, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე საქართველოს პარტნიორებისთვის კოაბიტაციის პროცესის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამიტომ, არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ საკუთარ თავში, იმის შესაძლებლობა  უნდა ნახოს, რომ იმ უფლებებით იმუშაოს, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ მათ ძალიან დიდი უფლებები მივეცით და კანონმდებლობაზე ჩამოკიდებით არანაირი ბარიერები არ შევქმენით.  მათ ქვეყნის მართვის ყველა საშუალება აქვთ. პრეზიდენტის არჩევნები კი, ოქტომებრშია დანიშნული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის თანახმად, კონსტიტუციურად მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამოქმედება პრეზიდენტის არჩევნებამდე მოხდება.