წუხელ თბილისში 43 წლის მამაკაცი მოკლეს

წუხელ თბილისში 43 წლის მამაკაცი მოკლეს

წუხელ თბილისში ზაზიაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენი, 43 წლის ავთანდილ ადუაშვილი მოკლეს.

იგი საკუთარ ავტომანქანაში , „მერსედესის" მარკის ML-ის ჯიპის უკანა სავარძელზე მოკლული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. აქედან, სავარაუდოდ, ერთი საკონტროლო გასროლაა.

ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ.

ზაზიაშვილის მესამე შესახვევის #3-თან, სადაც მოკლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ღამის განმავლობაში სამძებრო მოკვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

თავად გარდაცვლილი ხუდადოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, იგი ამავე ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ფლობდა.