აკაკი მინაშვილი პროკურატურაში უკვე ერთ საათზე მეტია, მოწმის სტატუსით იკითხება

აკაკი მინაშვილი პროკურატურაში უკვე ერთ საათზე მეტია, მოწმის სტატუსით იკითხება

აკაკი მინაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავასთან დაკავშირებულ საქმეზე იკითხება.

მინაშვილის განცხადებით, როკურატურას დეტალურ ინფორმაცის მიაწვდის, რა და როგორ მოხდა.

„დაიწყო თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება. დაბარებული ვარ მოწმის სახით. მას ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები. მე მივიყვანე სახლში, სანამ დააკავებდნენ და ნარკოტიკსა და იარაღს ჩაუდებდნენ. ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე და ის ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, სამაგალითოდ დაისაჯონ. მე მაქვს იმედი, რომ შესაბამისი რეაგირება ექნება პროკურატურას, თუმცა  ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს სხვა საქმეებთან დაკავშირებით და ეს იქნება კიდევ ერთი ტესტი“, - განაცხადა მინაშვილმა.

 თენგიზ გუნავა ნარკოტიკების შეძენა შენახვა და იარაღის უკანონო ტრებისთვის დააკავეს შემდეგ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ,  გუნავამ პროკუარუტრაში სარჩელი შეიტანა და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვა, რომლებიც მის დაკავებაში მონაწილეობდნენ.