ისრაელის მხარემ ხუთი პალესტინელი პარლამენტარი დააპატიმრა

ისრაელის მხარემ ხუთი პალესტინელი პარლამენტარი დააპატიმრა

ისრაელის მხარემ იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ხუთი პალესტინელი პარლამენტარი დააპატიმრა, რომლებიც  მოძრაობა ჰამასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

„ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის გახლავთ პალესტინის პარლამენტის მდივანი მაჰმუდ ალ-რამახი და ქალაქ ჰევრონის ჰამასისი მოძრაობის ლიდერი ბასემ აზ-ზაარირი“,-განაცხადა პალესტინის სასჯელაღსრულების მინისტრმა იად აბდომ.

დაკავებები იორდანიის მარცხენა სანაპიროზე მეორე დღეა მიმდინარეობს. ისრაელის სამხედროების განმარტებით, ეს ღაზის სექტორის მხრიდან თელ-ავივის მიმართულებით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს და თელ-ავივში ავტობუსის აფეთქებას უკავშირდება.