ფილიპ გორდონი დავით უსუფაშვილს ხვდება

ფილიპ გორდონი დავით უსუფაშვილს ხვდება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ხვდება.

შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებიან.

შემდეგი შეხვედრა, ფილიპ გორდონს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან აქვს.

მოგვიანებით, გორდონი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდება.

16:00 საათზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, მთავრობის კანცელარიაში, შეხვდება.

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრემიერი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განცხადებებს ერთობლივად გააკეთებენ, რასაც პრემიერის პრესსამსახური გადაიღებს და გაავრცელებს.

ხვალ,  ფილიპ გორდონი აშშ-ს საელჩოში ბეჭდური მედიის 6 წარმომადგენელს შეხვდება,  რაც საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე Live stream-ით გადაიცემა.