გიგი უგულავა შოთა ხიზანიშვილის დაკავების გამო, იტალიაში ვიზიტს დაგეგმილზე ადრე ასრულებს

გიგი უგულავა შოთა ხიზანიშვილის დაკავების გამო, იტალიაში ვიზიტს დაგეგმილზე ადრე ასრულებს

თბილისის მერი გიგი უგულავა თავისი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავების გამო, იტალიაში ვიზიტს დაგეგმილზე ადრე ასრულებს და საქართველოში ბრუნდება.

ამის შესახებ   მერიის  გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. თბილისის მერის იტალიაში ვიზიტის დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დააკავეს. აღნიშნული გარემოების გამო, გიგი უგულავა დაგეგმილზე ადრე ბრუნდება საქართველოში" - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ვიცე-მერი შოთა ხიზანიშვილი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, წუხელ დააკავეს.