კორპორაცია BBC ლორდ ალისტერ მაკელპაინს შეუთანხმდა და 2 ნოემებრს პროგრამა Newsnight-შუ გასული ცრუ ინფორმაციისთვის, კომპანია 185 000 ფუნტ სტერლინგს და სასამართლო ხარჯებს გადაიხდის.
BBC-მ ლორდ ალისტერ მაკელპაინი პედოფილიაში დაადანაშაულა. პროგრამაში საუბარი იყო, რომ ლორდთა პალატის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი საბავშვო სახლის აღსაზრდელებთან სექსუალურ კონტაქტში იყო შემჩნეული. მართალია, პროგრამაში ლორდის სახელი და გვარი ნახსენები არ იყო, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელებში მისი სახელი და გვარი გამჟღავნდა.
კომპანიის განცხადებით, „პროგრამაში ცრუ ბრალდებები გაჯღერდა აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით“.
ლორდი აპირებს ადვოკატების დახმარებით, ცილისწამების ბრალდებით როგორც რამდენიმე ბეჭდურ ორგანიზაციას, ასევე კერძო პირებს უჩივლოს ბრიტანულ სასამართლში.