პარლამენტი „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავს. დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომა იყო დაგეგმილი, მაგრამ ქუთაისში დეპუტატების არყოფნის გამო, დაგეგმილი კომიტეტების სხდომა მომავალი კვირისთვის გადაიდო.
უნდა ითქვას, რომ საკომიტეტო მოსმენებისთვის განსაზღვრულ კვირაში, პარლამენტის შენობა დეპუტატებისგან თითქმის ცარიელია.