საქართველოს მთავარ პროკურატურაში ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით საჩივარი შევა.
ადვოკატ ირმა ჭკადუას განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებული ლევან ცინცაძე, რომელიც 25 წლიან სასჯელს იხდის, საჩივარში მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს და დანაშაულთან კავშირს უარყოფს.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებობს მთელი რიგი უზუსტობები, მათ შორის სასაფლაოს დირექტორის ჩვენებაც, რომელიც ყვება, რომ იმ ღამეს, როდესაც თითქოს ლევან კალაძის გვამი აღმოაჩინეს, ორთაჭალის სასაფლაოზე 125-მდე ცხედარი ამოთხარეს.
„საქმეში არის გამაოგნებელი ფაქტები, რომელიც ყირაზე დააყებს აღნიშნულ საქმეს. წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ალბათ ეგონათ, რომ ისინი მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში და ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ რეალურად არ გახსმნილიყო მკვლეობა“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
კალაძის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, ირმა ჭკადუა საჩივარს დღეს შეიტანს.