ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები პროკურატურას მათი საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართავენ.
ფოტორეპორტიორის გია აბდალაძის განცხადებით, მათ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ უდანაშაულობას ამტკიცებენ და შესაბამის მასალას პროკურატურას გადასცემენ.
„სამივე რეპორტიორი მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გენერალურ პროკურატურაში შევიდეს განაცხადი და არა მარტო განაცხადი. ჩვენ გვექნება უამრავი მასალა იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენი საქმე სრულიად შეთითხნილი იყო“,- განაცხადა გია აბდალაძემ.
ცნობისთვის, ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორები გია აბდალაძე, ზურა ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე გასული წლის გაზაფხულზე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება ედებოდათ. მოგვიანებით, ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს, თუმცა მათთვის ბრალი არ მოუხსნიათ.