მთავარმა პროკურატურამ დაკავებულ პირთა სია გამოაქვეყნა

მთავარმა პროკურატურამ დაკავებულ პირთა სია გამოაქვეყნა

მთავარმა პროკურატურამ გუშინ დაკავებულ პირთა სია გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ შემდეგი პირები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;

2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;

3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;

4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე;

5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;

6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი;

7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი;

8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;

9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;

10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;

11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;

12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ დაკავების საფუძვლების შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს, 12:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დანიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. ბრიფინგის შემდეგ მთავარი პროკურატურა გაასაჯაროებს მტკიცებულებათა ნაწილს, რაც აღნიშნული პირების დაკავების საფუძველი გახდა.