უსუფაშვილი: საქართველოს ინტერგაციის პროცესი მალე წინ წავა

უსუფაშვილი: საქართველოს ინტერგაციის პროცესი მალე წინ წავა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ ის მოთხოვნები მალე უნდა დააკმაყოფილოს, რომელიც ნატოს ქვეყნის მიმართ აქვს დაყენებული.

როგორც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის,  ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრის კომენტრირებისას, უსუფაშვილმა განაცხადა, მხარეებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, რასმუსენთან საუბარი იმაზე იყო, რომ  საქართველო ინტერგაციის პროცესით დაინტერესებულია.

„ქვეყანამ მალე ყველა ის ვალდებულება უნდა დააკმაყოფილოს, რომელიც ნატოს საქართველოს მიმართ აქვს დაყენებული. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს პროცესი მალე წინ წავა“, - დასძინა უსუფაშვილმა.