უსუფაშვილი: კონსტიტუციის მახინჯი მოდელი გვაქვს

უსუფაშვილი: კონსტიტუციის მახინჯი მოდელი გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუცია „მახინჯი“ მოდელია და ის აწყობილია საპრეზიდენტო მოდელზე, რის გამოც, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ამბობს, რომ „მე ვარ ოპოზიციაშიო“.

როგორც ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით, უსუფაშვილმა განუცხადა, კონსტიტუციური უბედურებიდან გამომდინარე, ყველას რჩევაა, რომ კონსტიტუციურ პრობლემას რაიმე გართულება არ მოყვეს და თანაასრსებობა იყოს.

„რაც შეეხება პოლიტდაკავებებს, წინა ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, რასმუსენამდე იმდენი პრობლემა იყო მიტანილი, რომ ნაცნობი თემაა და დღევანდელ ვითარებაში ძალიან მარტივად გააკეთეს ანალოგია - თუ რა ხდება დღეს. ამ საკითხზე, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან ვისაუბრეთ და გაუგებრობა გაირკვევა. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ქვეყნებში ჩადიხართ და არასწორი ინფორმაცია ჩაგაქვთო, ახლა თავად რა გააკეთეს?“, - განაცხადა უსუფაშვილმა.