გაგიკ ავაქიანი: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა ე. წ. იერუსალიმურ სინდრომს ჰგავს

გაგიკ ავაქიანი: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა ე. წ. იერუსალიმურ სინდრომს ჰგავს

სომეხი პოლიტოლოგი ეხმაურება ქართული მხარის წინადადებას, აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და აცხადებს, რომ ამ წინადადებას ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიული მხარე გააჩნია, რადგან პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება.

„ეს წინადადება თავისი სიმძაფრით, თავისი სიღრმისეული პარამეტრებით ე.წ  იერუსალიმის სინდრომს მოგვაგონებს. არ ვფიქრობ, რომ ქართული მხარე ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიზნით, მისთვის მიუღებელ კომპრომისებს დათანხმდება.  სარკინიგზო ხაზი რომელიც აფხაზეთზე გაივლის,აფხაზი მებაჟეებით და საბაჟოთი-ეს უკვე აფხაზეთის აღიარების გარკვეული ელემენტია“,-აცხადებს ავაქიანი.

პოლიტოლოგის განცხადებით, ამ წინადადებით, არც აფხაზური მხარე იქნება აღფრთოვანებული. „რადგან ქართული მხარე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას დევნილების უკან დაბრუნებას უკავშირებს. აფხაზები კი ამ იდეას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.  სწორედ ამიტომ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ კარდინალური გადაწყვეტილების მიღებას როგორც აფხაზური, ასევე ქართული მხრიდანაც“,აცხადებს ავაქიანი.