საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყნის ლიმონივით გამოწურვას და შემდეგ გადაგდებას არ აპირებს. ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკის განვითარების ფონზე მოხდეს. ჩვენი მიზანი არ არის ქვეყანა ლიმონივით გამოვწუროთ და გადავაგდოთ. ადამიანების ცხოვრების დონე უნდა გაუმჯობესდეს და ჩვენ ამაზე ვზრუნავთ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს დასრულდა და პროექტი მთავრობას შენიშვნებითურთ გადაეგზავნება. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას კი, მთავრობა პარლამენტს 30 ნოემბერს წარუდგენს. პროექტის დამტკიცება კი, 20 დეკემბრამდე მოხდება.